დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება

23 Jun 2024

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების ფარგლებში  ქალაქ ტრენტოში პირველ საკონტროლო მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული არხი შემოგთავაზებთ. 

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს ქალაქ იურმალაში გააგრძელებს, სადაც 26 და 28 ივნისს მორიგ სპარინგ-მატჩებს კამერუნისა და ეგვიპტის ნაკრებებთან გამართავს.

ოლიმპიადის დარჩენილი 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, რომელთა შორის საქართველოც იმყოფება.

ქართველი კალათბურთელები რიგაში A ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ. 

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-7 ივლისს ჩატარდება.

logo