გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

18 Apr 2024

პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტსაც დაადო ვეტო. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებით, უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქალთა კვოტირების გაუქმებას პარლამენტმა ორი კვირის წინ დაუჭირა მხარი. ცვლილების მომხრე 85, კი 22 დეპუტატი იყო.

logo