რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

10 თებ 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა სტუმრად გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ''ავჭალის'' სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 31:10 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდეს და ბონუს ქულაც გამოიმუშავეს. შეხვედრაში ლელოების დუბლი, გიორგი კვესელაძემ შეასრულა, თითო-თითო ლელო კი, მიხეილ ბაბუნაშვილის, აკა ტაბუცაძის და ილია სპანდერაშვილის ანგარიშზეა. გარდა ამისა 2 ზუსტი გარდასახვით ჩვენს ნაკრებს ლუკა მატკავა დაეხმარა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში 9 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს შინ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

logo