საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ავსტრია იქნება

28 იან 2024

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ცნობილია. კიოლნში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჩვენი ნაკრების მეტოქე ავსტრიის ნაკრები იქნება.

პლეი ოფის პირველი მატჩი თბილისში 8-9 მაისს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ავსტრიაში 11-12 მაისს ჩატარდება და პლანეტის პირველობის მონაწილე გუნდის ვინაობა 2-მატჩიან დუელში გაირკვევა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.

logo