„დინამო“ ბათუმმა „ტერმალიცასთან“ ფრედ ითამაშა

24 იან 2024

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო" ბათუმმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ზამთრის პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი, პოლონურ ნიეჩიეზას „ტერმალიცას“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. 

პირველი ნახევარი შავიზღვისპირელებმა პაატა ღუდუშაურის მიერ მე-11 წუთზე გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევრის  51-ე წუთზე კი ამბროსევიჩმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

"დინამო“ ბათუმი ანტალიაში პირველ წინასასეზონო შეკრებაზე კიდევ ორ ამხანგურ შეხვედრას გამართავს. ბათუმელები 28 იანვარს „შკენდიასთან,“  ხოლო 1 თებერვალს „ზაგლებიესთან“ ითამაშებენ.

logo