1111

17 Jan 2024

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირ­ვა-ლოც­ვა აღესრულება. 

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ სა­უფ­ლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს განცხადდა სამება სრული სახით - ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ბათუმში, დღესასწაულს ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალით შეხვდნენ. ზღვაში შტაფლვის რიტუალი 29  წლის წინ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა.

 

logo