09 მარ 2017
ბოლო 24 საათში 10-მდე ხანძრის კერა ქობულეთში. ახალსოფელში იწვის ბამბუკის ხეები. აქ სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. მანმადე კი მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ქობულეთის, ბათუმისა და ფოთის სახანძრო ეკიპაჟები ცდილობდნენ.