ნოემბრის პირველი და მეორე დეკადა თბილი და უნალექო იქნება

01 Nov 2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთელს ქვეყანაში ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში ძირითადად ისევ თბილი და უნალექო ამინდები შენარჩუნდება, თვის საშუალო ტემპერატურა +1+2-ით მაღალი იქნება საშუალო  მაჩვენებელზე.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განმარტებით, ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება და მისი ძირითადი ნაწილი მესამე დეკადაშია მოსალოდნელი.

პერიოდულად ტემპერატურა თვის პირველ ნახევარში დღისით +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, თვის ბოლოს კი ღამით მნიშვნელოვნად დაიკლებს და ზოგან +4 გრადუსამდე დავარდება.

 

 

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

logo