მიმდინარე კვირაში, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს

19 Sep 2023

მიმდინარე კვირაში, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში +28, +30, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25, +27 გრადუსამდე დათბება.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განმარტებით, დასავლეთის დაბლობზე პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი 17-22 მეტრი წამში, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დათბობას, ასევე ტენიანობის შემცირებას.

ზღვის წყლის ტემპერატურა  26 გრადუსი იქნება.

logo