18 May 2016
ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლებს წელს მუზეუმების საერთაშორისო დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ. საგამოფენო სივრცეში დილით მისულებს აბრა დახვდათ დამტვრეული. დასაქმებულები ამბობენ, ასეთი ფაქტები ადრეც ყოფილა, ობიექტის ირგვლივ კი სათვალთვალო კამერები არ არის. 2012-14 წლებში მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 150 ათასი ლარი დაიხარჯა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობაში მხოლოდ სიგნალიზაცია და სახანძრო დეტექტორი მოქმედებს.