უმაღლესი საბჭოს წევრები სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნენ

11 Jun 2023

ბათუმში „ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის“ ახალი შენობა გაიხსნა. ცენტრში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამებიც, სადაც ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარს უწევენ დახმარებას.

სწორედ ამ პროგრამების მიმდინარეობას და სიახლეებს გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სარეაბილიტაციო ცენტრში შესაძლებელია კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, სკრინინგი და მკურნალობა.

logo