„არსიანის“ სოლო კონცერტების სერია დაიწყო

20 May 2023

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ არსიანის სოლო კონცერტების სერია სახელწოდებით,  ,,საუკუნოვანი ისტორიით"  დაიწყო.

მაყურებლის წინაშე ანსამბლი ტრადიციულად  ქართული ხალხური ცეკვებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგა, მათ შორის პროგრამაში 2 ახალი საცეკვაო ნომერი ,,თამარ მეფე" და ,,ფიროსმანი" ჰქონდათ წარმოდგენილი. 

შემდეგი კონცერტი ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

logo