ველოსიპედის მსოფლიო დღე

23 აპრ 2023

ბათუმში ველომარათონი იმართება. ღონისძიება ველოსიპედის  მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით დაიგეგმა.

სპორტისა და ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაციის მიზნით ველომარათონში საკრებულოს წევრები და 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.

შეჯიბრებაში ნაწილი საკუთარი ველოსიპედით, ნაწილი კი ბულვარში განთავსებული „ბათუმველოს“ ველოსიპედებით მონაწილეობს.

logo