სალონური საღამო მწერალთა კავშირში

21 მარ 2023

ვახტანგ ღლონტის სალონური საღამოები გრძელდება. პროექტის სტუმარი ამჯერად ჟურნალისტი და რეჟისორი  სოსო სტურუა იყო.  სალონური საღამოს ფარგლებში სოსო სტურუას შემოქმედებაზე ისაუბრეს, მისი ძირითადი მიმართულება ეთნოგრაფიაა. ,,სახლი სოხუმში’’ - პირველად ნახა დღეს ფართო საზოგადოებამ რეჟისორის 3 წუთიანი მხატვრული ფილმი.  სოსო სტურუა 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორია, ასევე  გადაღებული აქვს ერთი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ვახტანგ ღლონტის სალონური საღამო მწერალთა სახლში გაიმართა. 

logo