საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24 Feb 2023

საქართველოში უახლოეს დღეებში, თბილი ჰაერის მასების შემოდინება იქნება დომინანტური, ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული უღრუბლო მზიანი დღეები.

ხვალ 25 თებერვლიდან დასავლეთში და ზეგ 26 თებერვლიდან აღმოსავლეთში დათბება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მშრალი დღეები.

გამონაკლისი იქნება ხვალ ზემო იმერეთი და კოლხეთის დაბლობი, სადაც აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, თუმცა ზეგიდან აქაც მშვიდი ამინდია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი საქართველოში 4-5 დღე გაგრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანი გაავდრება შემდეგაც არ არის მოსალოდნელი .

logo