„სოფელსა შინა“- სამზადისი პრემიერისთვის

25 იან 2023

სამზადისი პრემიერისთვის.ბათუმის დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური -„სოფელსა შინა“ მოუძებნა. სპექტაკლის პრემიერა 27 იანვარს დრამატული თეატრის დიდ სცენაზე შედგება, მანამდე კი რეჟისორი დასთან ერთად ბოლო რეპეტიციებს გადის.

logo