მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იან 2023

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. შესრულდა დიდი აიაზმა, ე.წ. წყალკურთხევის წესი.

ტრადიციულად ამ დღეს მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წლის განმავლობაში ინახება.  

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. 

 

logo