რეფინანსირების გაზრდილი განაკვეთი

24 Jan 2017

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი მსესხებლებს გაეზარდათ. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო.  ცენტრალურ ბანკში  აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა პროდუქტზე, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო, ინფლაცია მიზნობრივ 4 პროცენტიან მაჩვენებელს გადააჭარბებს და   გადაწყვეტილება სწორედ ამ პროგნოზს ეყრდნობა. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებზე პროცენტის გაზრდას შეფასებები უკვე მოჰყვა.

logo