ბექა მიქელთაძემ “ნიუკასლ ჯეტს” ბოლო წუთზე მოაგებინა

15 ოქტ 2022

ავსტრალიის A ლიგის მეორე ტურში ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსმა“ „პერტ გლორი“ 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი კი ბექა მიქელთაძემ გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა თავის გამოჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში  შეძლო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. 

ძირითად შემადგენლობაში იყო დარცმელიაც, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს. ავსტრალიის ჩემპიონატში ეს მეორე ტური იყო, თუმცა „ნიუკასლმა“ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა. 

“ნიუკასლ ჯეტსი“ მომდევნო ტურის მატჩს 22 ოქტომბერს, შინ „ველინგტონის“ წინააღმდეგ  გამართავს.

logo